მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გალავანში სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა.
სკვერში მოეწყო საბავშვო გასართობი მოედანი ატრაქციონებით, კომფორტული მოსასვენებელი სკამები, დამონტაჟდება სავარჯიშო ტრენაჟორები, დეკორატიული სანათები, ურნები. სკვერის ტერიტორია სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარითა და ბუჩქით გამწვანდა.
სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მცხეთის მერიის კონტრაქტორმა კომპანია შპს "გიგანტმა" განახორციელა.