სოფელ მუხათგვერდში სკვერის გაშენებისა და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა, რომელიც ,,სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა. სამუშაოები მცხეთის მერიის კონტრაქტორმა კომპანიამ შპს “პე-ბე“ განახორციელა. სამშენებლო თანხამ 9709 ლარი შეადგინა.