8 ნოემბერს, საგურამოს სახელმწიფო მუზეუმში, ქართველი მწერლის, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის - ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 182 წელი აღინიშნა. წელს, უკვე მეჩვიდმეტედ გაიცა ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმისა და „ილიას ფონდის“ თაოსნობით დაარსებული პრემია „საგურამო“ და ილიას მედალი „მარად და ყველგან საქართველოვ, მე ვარ შენთანა“.
ქართული კულტურისა და სულიერების წინაშე გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის, ილიას მედლით დაჯილდოვდა ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი ისაია.
პრემია „საგურამო“, როგორც ყოველთვის, მწერლებს, მთარგმნელებს, ხელოვნების სფეროსა და ჰუმანიტარული მეცნიერებების წარმომადგენლებს გადაეცათ.
პრემია "საგურამოს" 2019 წლის გამარჯვებულები გახდნენ:
პოეზია - ქეთევან შენგელია;
პროზა - ბექა ქურხული;
კრიტიკა - ირმა რატიანი;
ხელოვნება - ელისო ბოლქვაძე;
ჰუმანიტარული მეცნიერება - როლანდ თოფჩიშვილი, ნუგზარ ანთელავა;
თარგმანი - ზაზა ჭილაძე;
2019 წლის დაჯილდოვების ცერემონია განსაკუთრებული იყო იმით, რომ ჟიურიმ წელს პირველად დააჯოლდოვა ნაწარმოებთა ქართულ ენაზე მთრგმნელები.
ჟიურის რჩეული გახდა დათო მაღრაძის პოემა "ჯაკომო პონტი" -ს აფხაზურად, ჩერქეზულად და ოსურად მთრგმნელთა ჯგუფი.
პრემია "საგურამო" ქართულად თარგმანისთვის გადაეცათ:
• ლარისა ტუპწაყვას - დავით მაღრაძის პოემა „ჯაკომო პონტი“-ს ჩერქეზულად თარგმანისთვის.
• ნაირა ბეპიევას - დავით მაღრაძის პოემა „ჯაკომო პონტი“-ს ოსურად თარგმანისთვის.
• მერი ცხუირბათს - დავით მაღრაძის პოემა „ჯაკომო პონტი“-ს ოსურად თარგმანისთვის;
• ირმა ოსია-კინწურაშვილს - დავით მაღრაძის პოემა „ჯაკომო პონტი“-ს აფხაზურად თარგმანისთვის.
• მინაზ ლაზბას - დავით მაღრაძის პოემა „ჯაკომო პონტი“-ს აფხაზურად თარგმანისთვის.
აღნიშნულ ღონისძიებას მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი კაპანაძე და საკრებულოს თავმჯდომარე გელა ბაქრაძე ესწრებოდნენ საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად.