მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


საგურამოში დავით გურამიშვილის ძეგლი და სკვერი გაიხსნა

ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით, საგურამოში დავით გურამიშვილის ძეგლი და რეაბილიტირებული სკვერი გაიხსნა.
ორ ჰექტარზე გაშენებულ სკვერში მოეწყო საბავშვო სივრცე, ამფითეატრი და სათამაშო მოედანი.
პროექტის განსახორციელებლად ფონდმა „ქართუ“ მილიონ ლარამდე თანხა დაიხარჯა.
სკვერის გახსნას ესწრებოდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარი, მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი კაპანაძე, მერის მოადგილეები, ადგილობრივი მოსახლეობა, ასევე ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანი, ფონდის პროექტების ხელმძღვანელი ვახტანგ ცაგარელი.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018