მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


გალავანში განხორციელებული პროექტები

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, გალავნის ადმინისტრაციული ერთეულისთვის, მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით გამოყოფილმა ერთიანმა თანხამ 48 000 ლარი შეადგინა. სოფლის კრებებზე მოსახლეობამ შეარჩია პრიორიტეტულად მიჩნეული სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები, კერძოდ:
გალავანში – სასმელი წყლის მოწესრიგება, რეაბილიტაცია, და რეზერვუარის მოწყობის სამუშაოები განხორციელდა.
წყალმოვარდნებისგან დასაცავად, რომლის დროსაც სასმელი წყლის სისტემა ხშირად ზიანდება ზევიდან ჯებირი აშენდა.
წინამძღვრიანთკარში – გარე განათების მოწყობა არსებულ ბოძებზე;
ზაქაროში - შიდა საუბნო გზებზე გარე განათება;
ამ ეტაპზე გალავნის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ გათვალისწინებული ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი დასრულებულია.
აღნიშნული პროგრამის პროექტების გარდა გალავნის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში სხვა პროგრამებიც განხორციელდა, რომლებიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან და რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინანსდნენ:
წინამძღვრიანთკარი - დევნილთა დასახლებისკენ მიმავალი ასფალტისა და ბეტონის გზა და ჭაბურღილი;
ზაქარო - შიდა გზის მოასფალტება;
გალავანი - სამედიცინო ამბულატორიის მშენებლობა, სასმელი წყლის სადრენაჟორო სიტემა, ახალი ჭაბურღილის მშენებლობა და საზოგადოებრივი სკვერის მშენებლობა.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018