მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


"მოყვარულთა თასი"

2019 წლის 9 ნოემბერს სოფელ მუხრანში სამოყვარულო ფეხბურთში გაიმართა „ მოყვარულთა თასი“-ის ფლეიოფის გათამაშება, სადაც მცხეთის „მცხეთამ“-მ უმასპინძლა ქარელის გუნდ „გიგანტს“ და სძლია დიდი ანგარიშით 8:4 ხოლო 13 ნოემბერს გადამწყვეტ თამაშში მცხეთის „მცხეთამ“-მ სტუმრად ქარელის გუნდი „ფრონე“ დაამარცხა ანგარიშით 4:1.
მცხეთის გუნდიდან დუბლი შეასრულა მიხეილ მიქელაძემ, ხოლო ზვიად მელიქიშვილმა და ბესიკ ოსიშვილმა თითო-თითო გოლი მიითვალეს.
ზემოაღნიშნული გამარჯვებით მცხეთის გუნდმა „მცხეთამ“-მ მოიპოვა შემდეგი ეტაპის, ზონალურ თამაშზე მონაწილეობის უფლება, რომელიც გაიმართება ქ.თბილისში მ/წ 16-17 ნოემბერს .
აღსანიშნავია ისიც, რომ გუნდი დაკომპლექტებულია, როგორც მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებით, ასევე სპორტული აიპების თანამშრომლებით, მოსახლეობიდან ყოფილი ვეტერანი და ახალგაზრდა ფეხბურთელებით.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018