მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


მისაქციელში გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით, სოფელ მისაქციელში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რაც სარიტუალო დარბაზთან და სასაფლაოსკენ მისასვლელი 1 330 მ სიგრძის გზის ასფალტობეტონის საფარით მოწყობას ითვალისწინებს. 

პროექტი, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 488 000 ლარს შეადგენს, იანვრის დასაწყისში დასრულდება და ადგილობრივი მოსახლეობის კომფორტულად გადაადგილებას შეუწყობს ხელს. მისაქციელის შიდასაუბნო გზების რეაბილიტაციის პროექტს მცხეთის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს ,,არალი“ ახორციელებს.

 


© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018