დაძმობილება პარტნიორობა ორ ქალაქს შორის ნიშნავს განსაკუთრებულ სტატუსს.გარდა იმისა, ქალაქებს შორის პოლიტიკურიურთიერთობა განსაკუთრებული ხდება ასევე, ქალაქთაშორისი ურთიერთთანამშრომლობის ყველა ფორმა პრიორიტეტულად მიიჩნევა. მხარეებს შორის კულტურის და ისტორიის სფეროში ინფორმაციის გაცვლა; ახალგაზრდების კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობა; ქალაქის ეკონომიკის განვითარების კუთხით საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და ურთიერთობების გაფართოება; გამოცდილების გაზიარება გარემოს დაცვით საკითხებში; ინფორმაციის გაცვლა საუკეთესო პრაქტიკასა და მიღწევების შესახებ სხვა ქალაქებთან ურთიერთობებში; თვითმმართველობების ოფიციალური პირებისგან შემდგარი დელეგაციების ვიზიტები ქალაქების კულტურულ ღონისძიებებზე და ა.შ მცხეთის დაძობილებულ და პარტნიორ ქალაქთა ქსელი საკმაოდ მრავალფეროვანია (განვითარების დონის, სიდიდის თუ გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით), სადაც შესაძლებელია გამოცდილების და საუკეთესო პრაქტიკის მოპოვება ნებისმიერ სფეროში. სწორედ ამ მნიშვნელობას ატარებს ორი ისტორიული ქალაქის მცხეთისა და ჰიკონეს დამეგობრება. გვინდა ავღნიშნოთ ,რომ ეს გახლავთ უპრეცენდენტო შემთხვევა, როდესაც პირველად იაპონიასა და საქართველოს ქალაქებს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი2019 წლის 30 ოქტომბერს იაპონიის ქალაქ ჰიკონეს მერის , ბატონი ტაკაში ოკუბოს მოწვევით მცხეთის მუნიციპალიტეტის დელეგაცია ქალაქ ჰიკონეს შემდეგი შემადგენლობით ეწვია: მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი კაპანაძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მარინა ზურაბიშვილი, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი შორენა ნოზაძე-ბერიძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის გიორგი კაპანაძისმეუღლე მაია ქავთარაძე. ურთიერთთანამშრომლობას ჯერ კიდევ 2018 წლის 13 ოქტომბერს ჩაეყარა საფუძველი, საქართველოს ისტორიულ ქალაქ მცხეთასა და იაპონიის ქალაქ ჰიკონეს შორის დაიდო მემორანდუმი და სიტყვიერი შეთანხმება, რომ შემდგომში იაპონიაში , ქალაქ ჰიკონეში ვიზიტის დროს ორმხრივად მოაწერდნენ ხელს. ამგავრად იაპონიის ისტორიულ ქალაქ ჰიკონესა და საქართველოს ისტორიულ ქალაქ მცხეთას შორის 2019 წლის 2 ნოემბერს ორმხრივად მოეწრეა ხელი, ხელმომწერნი გახლდნენ ჰიკონეს მერი ბატონი ტაკაში ოკუბო და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი ბატონი გიორგი კაპანაძე. ასევე ოფიციალური შეხვედრის დროს განხილული იქნა ყველა საჭირო საკითხი, დაიგეგმა სამომავლო ერთობლივი პროექტები. ორი ქალაქის დამეგობრების ინიციატორი გახლდათ იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩი საქართველოში ბატონ ტადაჰარუ უეჰარა.