მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


სპორტული მოედნის რეაბილიტაცია მცხეთაში

მცხეთაში, პირველ საჯარო სკოლასთან არსებული, ხელოვნურსაფარიანი, სპორტული მოედნის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომლის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის თანხა მცხეთის მერიის ბიუჯეტიდან გამოიყო.
პროექტი, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 102 493 ლარს შეადგენს, ნოემბრის ბოლოს დასრულდება და ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას მოემსახურება.
აღნიშნულ სამუშაოებს მცხეთის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს ,,საგზაო 333“ აწარმოებს.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018