მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


ქსოვრისში განხორციელებული პროექტები

ქსოვრისის ადმინისტრაციული ერთეულიში, მიმდინარე წელს სხვადასხვა პროგრამებით რამდენიმე პროექტი განხორციელდა. 2019 წელს ,,სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფელი ქსოვრისისთვის 20 000 ლარი, ხოლო ვარდისუბნისთვის 10 000 ლარი გამოიყო და ამ თანხებით აღნიშნული სოფლების მოსახლეობისათვის პრიორიტეტული პროექტები დაფინანსდა: ქსოვრისში საფეხბურთო გუნდისთვის გასახდელი აშენდა, ხოლო ვარდისუბანში სარწყავი არხის რეაბილიტაცია მოხდა. 

სოფელ ვარდისუბანში სარწყავი არხის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის აპრილში დასრულდა, რომელიც მცხეთის მერიის კონტრაქტორმა კომპანიამ ,,ნოდო“- მ განახორციელა და სამშენებლო თანხამ 9700 ლარი შეადგინა. ქსოვრისში საფეხბურთო გუნდისთვის გასახდელი აშენებაზე 9700 ლარი დაიხარჯა,რომლის სამუშაოები მცხეთის მერიის კონტრაქტორმა კომპანიამ ,,ელმა“ განახორციელა.  ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა: სოფელ ქსოვრისში სკვერის მიმდებარედ მგზავრთა მოსაცდელის მოწყობა. 

სოფელ ქსოვრისში განთავსებული სატრანსფორმატორო ქვესადგურისა და საჰაერო ეგხ-ს მონაკვეთის გადატანისა და მშენებლობის სამუშაოებში სახელშეკრულებლო 5 986 ლარი დაიხარჯა, რომელიც კომპანიამ შპს ,,კვალიფიკაცია“ შეასრულა. 

დასრულდა სოფელ ქსოვრისში სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, რომელმაც166 000 ლარი შეადგინა. 

ვარდისუბანში ასევე, რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით სოფელში მისასვლელი გზის რეაბილიტაცია განხორციელდა. მცხეთის მერიის კონტრაქტორმა კომპანიამ შპს ,,ერ ტე დე“ სამუშაოები ივლისის თვეში დაასრულა 649 999 ლარის სახელშეკრულებო თანხით. 

ამ ეტაპისთვის ქსოვრისის ადმინისტრაციულ ერთეულში 2019 წლის პროექტები დასრულებულია და 2020 წლისთვის განსახორციელებელ პროექტებზე მიმდინარეობს მუშაოება.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018