ლისის ადმინისტრაციულ ერთეულში, ისევე, როგორც მთელს მცხეთის მუნიციპალიტეტში, აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული მშენებლობები. სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში ლისში შემდეგი პროექტები განხორციელდა:
დასრულდა სოფელ ლისში, ,,სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში, სკვერის გაშენებისა და კეთილმოწყობის სამუშაოები, რომელიც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა და სამშენებლო თანხამ 15 520 ლარი შეადგინა.
მიმდინარე თვეში დაიწყო და წელიწადნახევარში დასრულდება მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ დაფინანსებული ლისი-მუხათწყარო-წყლულეთის გზის 13 მილიონიანი პროექტის მშენებლობა, რომელიც 16კმ მონაკვეთზე განხორციელდება და სოფელ ლისის, მუხათწყაროს, მსხალდიდისა და ნახშირგორას ტერიტორიებს გაივლის.
იგივე პროგრამით მოეწყო სოფელ მუხათწყაროში შიდა საუბნო გზები მცხეთის მერიის კონტრაქტორი კომპანიის ,,უნივერსალმშენი“-ს მიერ.
სოფელ ნახშირგორაში გარე განათების მოწყობის სამუშაოები დასრულდა ასევე, ,,სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში და სამშენებლო თანხამ 9520 ლარი შეადგინა.
სოფელ ნაფეტვრებსა და მსხალდიდშიც გარე განათების მოწყობის სამუშაოები დასრულდა. სამუშაოები მცხეთის მერიის კონტრაქტორმა ი/მ ნინო რევაზიშვილმა განახორციელა 24 420 ლარის სახელშეკრულებლო თანხით.
ნაფეტვრებისკენ მიმავალი გზის კილომეტრნახევრიანი მონაკვეთის კეთილმოწყობა მოხდა მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით. პროექტის ფარგლებში დაიგო ასფალტის საფარი, მოეწყო სანიაღვრეები და განთავსდა საგზაო ნიშნები.
სოფლების ბევრეთისა და ძალაანხევის სოფლის პროგრამები გაერთიანდა, რომელმაც 19 4000 ლარი შეადგინა, დაემატა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა 19 700 ლარი და ამ ორი სოფლის დამაკავშირებელი ხიდ- ბოგირი აშენდა.
სოფელ წოდორეთში სკვერის გაშენება და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა, რომელიც ,,სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა. სამუშაოები მცხეთის მერიის კონტრაქტორმა კომპანიამ შპს „პე-ბე“ განახორციელა. სამშენებლო თანხა 11.310 ლარს შეადგენს.
წოდორეთში, ასევე, დასრულდა ხიდ-ბოგირის მშენებლობა რეგიონული განვითარების ფონდის მიერ გამოყოფილი თანხით. აღნიშნული ბოგირი სტიქიური წყალმოვარდნების დროს ხშირად ზიანდებოდა და ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილებაში ხელს უშლიდა. აღნიშნული პროექტით ხიდზე და მის მიმდებარედ დაიგო ასფალტის საფარი, გამაგრდა ჯებირებით და მოსახლეობას შეუძლია კომფორტულად გადაადგილდეს.
ლისის ადმინისტრაციულ ერთეულში 2019 წელს დაგეგმილი ყველა პროექტი დასრულებულია და მიმდინარეობს 2020 წლის ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვა.