მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


გზის რეაბილიტაცია ძეგვში

 სოფელ ძეგვში ცენტრალური გზის რეაბილიტაცია დაიწყო. პირველ ეტაპზე ტროტუარების მშენებლობა მიმდინარეობს. შემდგომ 3 კილომეტრიან მონაკვეთზე გაკეთდება სანიაღვრე არხები. დაგეგმილია გზის სავალი ნაწილის მშენებლობაც.პროექტს საგზაო დეპარტამენტი აფინანსებს და მისი საერთოდ ღირებულება 2 მილიონ ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს შპს კომპანია „გზატკეცილი +“ აწარმოებს. მშენებლობის ადგილზე იმყოფებოდნენ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი ძეგვის ადმინისტრაციულ ერთეულში კობა რთველიაშვილი და ძეგვის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი კვახაძე, რომლებიც მათ დაქვემდებარებულ ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს მეთვალყურეობას უწევენ.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018