ძალისის ადმინისტრაციული ერთეულიში, მიმდინარე წელს სხვადასხვა პროგრამებით რამდენიმე პროექტი განხორციელდა.
2019 წელს ,,სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფელი ძალისისთვის 20 000 ლარი გამოიყო, რითაც მოსახლეობისათვის პრიორიტეტული პროექტი, შიდა საუბნო გზების მოხრეშვა დაფინანსდა. ამჟამად, დასრულდა საბავშვო ბაღისკენ და ხეტეანთ უბნისკენ მისასვლელი გზის მონაკვეთებზე სოფლის პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული გზის სარეაბილიტაციო და მოხრეშვითი სამუშაოები, რომელიც მცხეთის მერიის კონტრაქტორმა კომპანიამ ,,უნივერსალმშენი“ განახორციელა.
დასრულებულია იგივე გზის მონაკვეთებზე,ასფალტის საფარის დაგება, რომლის სიგრძე კილომეტრნახევარს შეადგენს.
გზის გასწვრივ მოეწყო სანიაღვრე არხები. წყალმოვარდნებით გამოწვეული პრობლემა, რომელიც ამ უბნებზე მცხოვრებ მოსახლეობას წლობით აწუხებდა, ამ პროექტის დასრულებით გადაიჭრა. სამუშაოებს რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მცხეთის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს "მილენიუმ ბილდერს გრუპი" აწარმოებდა. სახელშეკრულებლო თანხამ 443 818 ლარი შეადგინა.
ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა სოფელ ძალისში შიდა სასოფლო გზებზე გარე განათბის მოწყობა. დამონტაჟდა 140 ერთეული განათების მოწყობილობა, რომელიც მცხეთის მერიის კონტრაქტორმა შპს ,,გჯ 2019“ -მ განახორციელა. სამუშაოების შესრულება სახელშეკრულებო თანხით 36 933 ლარი დაჯდა.
ამ ეტაპისთვის ძალისში ადმინისტრაციულ ერთეულში 2019 წლის პროექტები დასრულებულია და 2020 წლისთვის განსახორციელებელ პროექტებზე მიმდინარეობს მუშაოება.