მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


გზის რეაბილიტაციის დასრულება წილკანში

სოფელ წილკანში, სასაფლაოსკენ მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა, რომელიც მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის კონტრაქტორმა კომპანიამ შპს ,,ენ დი როუდი“ შეასრულა.
პროექტის ფარგლებში, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა 263 600 ლარის სახელშეკრულებლო თანხით, მოასფალტდა ერთ კილომეტრამდე გზის მონაკვეთი, მოეწყო მიერთებები და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები. განხორციელდა გზის სავალი ნაწილის მონიშვნა და განთავსდა საგზაო ნიშნები.
2019 წელს, მცხეთის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი ბიუჯეტიდან გზების სარეაბილიტაციოდ გამოყოფილი იყო 1 323 482 ლარი, რითაც საგზაო ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ბევრ სოფელსა და დასახლებულ პუნქტში. მოასფალტდა შიდა საუბნო და დასახლებებს შორის დამაკავშირებელი გზები.
აღნიშნული სამუშაოები 2020 წელსაც გაგრძელდება, ამისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია 1 243 200 ლარი, რომელიც საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას მოხმარდება.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018