მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


სააწალწლო საჩუქრები

მცხეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 250-მდე შეჭირვებულ ოჯახს საახალწლოდ სასურსათო ნაკრები და ტკბილეული გადაეცათ.
30 დეკემბერს,მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე, მცხეთა - მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი კაპანაძე,მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ბაქრაძე, მერის მოადგილეები მარინა ზურაბიშვილი და ოთარ ჩხაიძე, სოციალური განყოფილების უფროსი რაულ ხუბაშვილი, მცხეთაში არსებულ უფასო სასადილოს, ძეგვის წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის დედათა მონასტერთან არსებულ სარეაბილიტაციო ცენტრს, საგურამოსა და წეროვანში მცხოვრებ მოსახლეობას ესტუმრნენ და დამდეგი შობა - ახალი წელი მიულოცეს და საახალწლო საჩუქრები გადასცეს.
„ მინდა თითოეულ მცხეთელს და სრულიად საქართველოს გულითადად მოგილოცოთ ეს დღესასწაული დამდეგი შობა-ახალი წელი, ჩვენს თანამოქალაქეებს ვუსურვო მშვიდობა, ჯანმრთელობა, ბედნიერება, ხვავი და ბარაქა. მე მჯერა, რომ ხელისუფლებისა და ხალხის ერთიანობით, დასახული მიზნისკენ დაუღალავი სწრაფვით, მუხლჩაუხრელი შრომითა და ურთიერთსიყვარულით, ჩვენ შევძლებთ, რომ უკეთეს პირობებში ვიცხოვროთ! ‘’- აღნიშნა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი კაპანაძემ მოსახლეობასთან საუბარში.

ვრცლად იხილეთ

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018