14 იანვარს, საქართველოში სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება. მცხეთაში სახელმწიფო დროშის აღმართვის ცერემონია მცხეთის მუნიციპალიტეტის შენობის წინ გაიმართა, მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატის დიმიტრი ხუნდაძის, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის გიორგი კაპანაძის, მცხეთის მერის პირველი მოადგილის გივი გიუტაშვილის, მოადგილეების მარინა ზურაბიშვილის და ოთარ ჩხეიძის, ასევე, მუნიციპალიტეტის თანამშრომლების მონაწილეობით. ცერემონიაზე, შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი და მრავალჟამიერი. საქართველოს ხუთჯვრიანი დროშა, საქართველოს სახელმწიფო დროშად 2004 წლის 14 იანვარს გამოცხადდა, როდესაც საქართველოს პარლამენტმა “საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი მიიღო. საქართველოს სახელმწიფო დროშის ხუთჯვრიანი კომპოზიცია მაცხოვრის და ოთხი მახარობლის სიმბოლური გამოსახულებაა. "ეს დღე ეროვნული დღესასწაულია. სახელმწიფო დროშა თითოეული მოქალაქის, თითოეული ოჯახის საკუთრება და ღირსების სიმბოლოა.