14 იანვარს, ღვაწლმოსილი პედაგოგებისათვის, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინიციატივით, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრის ორგანიზებით, გამოსამშვიდობებელი ღონისძიება გაიმართა.
მცხეთის მუნიციპალიტეტის 83-მა პედაგოგმა პროფესიული საქმიანობა დაასრულა, გაწეული შრომისთვის ხელისუფლების წარმომადგენლებმა პედაგოგების დამსახურებაზე ისაუბრეს, მრავალწლიანი შრომისთვის და ახალგაზრდა თაობების აღზრდისათვის კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადეს.
საგანმანათლებლო სფეროში ნაყოფიერი საქმიანობისთვის, მადლობის სიგელთან ერთად განათლების რეფორმის ფარგლებში, საპენსიო ასაკს მიღწეულმა მასწავლებლებმა, რომლებმაც ნებაყოფლობითი არჩევანის საფუძველზე პროფესიიდან გასვლა გადაწყვიტეს, სახელმწიფოსგან ერთჯერადად ფულადი ჯილდო – ორი წლის ჯამური ხელფასი და სიცოცხლის ბოლომდე, ჯანმრთელობის დაზღვევა მიიღეს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ : მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი კაპანაძე,მერის მოადგილეები, გივი გიუტაშვილი, ოთარ ჩხეიძე, მარინა ზურაბვიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე გელა ბაქრაძე, თავმჯდომარის მოადგილე თამაზ ფოლადაშვილი, ასევე მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები.
ღონისძიების შემდეგ პედაგოგებისთვის საზეიმო ვახშამი გაიმართა.