მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


ამერიკული ორგანიზაციის საჩუქრები მცხეთის მუნიციპალიტეტში

მიმდინარე წლის 20 აგვისტოს, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიამ და ა(ა)იპ ინვესტიციებისა ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანებამ, გაერთიანების დონორი ორგანიზაციის ( Lutheran World Relief ) წარმომადგენელს უმასპინძლა აშშ-დან. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ქალბატონი მარინა ზურაბიშვილი , გაერთიანების ხელმძღვანელი ბატონი გია ატაშვილი და დონორი ორგანიზაციის წარმომადგენელი ბატონი ნოა სტეინბერკი ერთობლივად ეწვივნენ ძეგვის სარეაბილიტაციო ცენტრის, ქალაქ მცხეთის დღის ცენტრის და ა(ა)იპ უფასო სასადილოს ბენეფიციარებს. ვიზიტის განმავლობაში ბენეფიციარებს გადაეცათ საბნები და ჰიგიენური მოხმარების ნივთები. აღნიშნული დაწესებულებების ხელმძღვანელებმა, დედა მარიამმა, ქალბატონმა ქეთევან ჩოჩიამ და ირაკლი და ბონდო გეგელიებმა მადლიერება გამოთქვეს დონორი ორგანიზაციის მიმართ, რომელიც მრავალი წელია , რაც სხვადასხვა დასახელების ჰუმანიტარულ ტვირთს უსასყიდლოდ უგზავნის გაერთიანებას, რომელიც საჭიროებისამებრ უნაწილებს ადგილობრივი ორგანიზაციების ბენეფიციარებს.


© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018