მცხეთაში, პირველ საჯარო სკოლასთან არსებული ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დასრულდა, რომლის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის თანხა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ბიუჯეტიდან გამოიყო.
სამუშაოების ფარგლებში შეიცვალა მოედნის ხელოვნური საფარი. თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი მოედანი განკუთვნილია, როგორც ფეხბურთის, ასევე, კალათბურთის სათამაშოდ და აღჭურვილია შესაბამისი ინვენტარით.
ახალგაზრდებისთვის სპორტული სივრცის შექმნა მიზნად ისახავს ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობასა და სპორტის პოპულარიზაციას.
აღნიშნული სამუშაოები მცხეთის მერიის კონტრაქტორმა კომპანია შპს ,,საგზაო 333“ განახორციელა.
მცხეთის მუნიციპალიტეტში 2019 წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდა 4 და მოეწყო 3 ახალი მოედანი.