✔ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები დაიწყო.✔ 2020 წელს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებისთვის განსაზღვრული თანხა ჯამში 836 000 ლარია.✔ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასახლებებში პრიორიტეტები თავად ადგილობრივებმა უნდა შეარჩიონ. ის თუ რისი გაკეთება სურთ სოფელში, საერთო კრებაზე უნდა გადაწყდეს.
✔ პროგრამის ფარგლებში, 23 იანვარს, მცხეთის მუნიციპალიტეტში შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრები წეროვნის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების წეროვნის, გოროვნის, ჩარდახის, მსხალტბის და ციხისძირის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდნენ.
დღევანდელი შეხვედრა მოსახლეობის განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა, ადგილობრივების მიერ ინიცირებულ პროექტებს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.
✔ წეროვნის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობამ პრიორიტეტად დაასახელა შემდეგი პროექტები : სოფელ გოროვნი - გარე განათების მოწყობა, სოფელი წეროვანი - სკვერის მოწყობა, სოფელი ჩარდახი - მოსასვენებელი ადგილის მოწყობა და სკოლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა, სოფელი მსხალტბა - გოროვანი - მსახლტბამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია .
✔ ციხისძირის ადმინისრაციული ერთეულის მოსახლეობის ძირითად მოთხოვნას გზისპირა მოსაცდელის და გარე განათების მოწყობა წარმოადგენს.
✔ მოსახლეობასთან შეხვედრები მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში 23 იანვარს დაიწყო და 5 თებერვლამდე დასრულდება.
✔ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 2020 წელს განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, საერთო კრებების შეხვედრების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მცხეთის მუნიციპალიტეტის ვებ გვერდზე მოცემული ბმულის მეშვეობი
✔ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები დაიწყო.
✔ 2020 წელს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებისთვის განსაზღვრული თანხა ჯამში 836 000 ლარია.
✔ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასახლებებში პრიორიტეტები თავად ადგილობრივებმა უნდა შეარჩიონ. ის თუ რისი გაკეთება სურთ სოფელში, საერთო კრებაზე უნდა გადაწყდეს.
✔ პროგრამის ფარგლებში, 23 იანვარს, მცხეთის მუნიციპალიტეტში შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრები წეროვნის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების წეროვნის, გოროვნის, ჩარდახის, მსხალტბის და ციხისძირის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდნენ.
დღევანდელი შეხვედრა მოსახლეობის განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა, ადგილობრივების მიერ ინიცირებულ პროექტებს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.
✔ წეროვნის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობამ პრიორიტეტად დაასახელა შემდეგი პროექტები : სოფელ გოროვნი - გარე განათების მოწყობა, სოფელი წეროვანი - სკვერის მოწყობა, სოფელი ჩარდახი - მოსასვენებელი ადგილის მოწყობა და სკოლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა, სოფელი მსხალტბა - გოროვანი - მსახლტბამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია .
✔ ციხისძირის ადმინისრაციული ერთეულის მოსახლეობის ძირითად მოთხოვნას გზისპირა მოსაცდელის და გარე განათების მოწყობა წარმოადგენს.
✔ მოსახლეობასთან შეხვედრები მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში 23 იანვარს დაიწყო და 5 თებერვლამდე დასრულდება.
✔ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 2020 წელს განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, საერთო კრებების შეხვედრების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მცხეთის მუნიციპალიტეტის ვებ გვერდზე მოცემული ბმულის მეშვეობით.