მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელების ფარგლებში, ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები გრძელდება.
✔ 2020 წელს, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებისთვის განსაზღვრული თანხა 836 000 ლარია.
✔ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასახლებებში პრიორიტეტები თავად ადგილობრივებმა უნდა შეარჩიონ. ის თუ რისი გაკეთება სურთ სოფელში, საერთო კრებაზე უნდა გადაწყდეს.

✔ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელების ფარგლებში, მერის ბრძანების საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელსაც მერის მოადგილე ოთარ ჩხეიძე ხელმძღვანელობს.

24-25 იანვარს, სამუშაო ჯგუფის წევრები ძეგვის, მცხეთის, ძველი ქანდის, მუხრანის, ვაზიანისა და ქსოვრისის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების ძეგვის, ხეკორძის, კარსნის, მუხათგვერდის, ზაჰესის, ძველი ქანდის, პატარა ქანდის, მუხრანის, ვაზიანის, ვარდისუბნისა და ქსოვრისის მოსახლეობას შეხვდნენ.

✔ ძეგვის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობამ პრიორიტეტად დაასახელა შემდეგი პროექტები : სოფელი ხეკორძი-სარწყავი არხის მილების შეძენა, სოფელი ძეგვი - წყაროს მოპირკეთება და გარე განათების მოწყობა.
✔მცხეთის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის ძირითად მოთხოვნას კარსანში სოფლის შიდა გზის ბეტონის საფარით დაფარვა, მუხათგვერდში 2 გზისპირა მოსაცდელის მოწყობა-რეაბილიტაცია და ზაჰესში არხის გასწვრივ ბეტონის ბორდიურების ჩალაგება წარმოადგენს.
✔ძველი ქანდის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობისთვის სანიაღვრე არხების მოწყობა-რეაბილიტაცია და გარე განათების მოწყობაა პრიორიტეტული.
✔მუხრანის ადმინისტრაციული ერთეულის ადგილობრივებისთვის ძირითად მოთხოვნას პატარა ქანდაში სარწყავი არხების მოწყობა-რეაბილიტაცია და მუხრანში შიდა საუბნო გზების მოხრეშვა, მოწესრიგება წარმოადგენს.
✔ვაზიანის ადმინისტრაციული ერთეულში კი მოსახლეობისთვის სარწყავი არხების მოწესრიგებაა პრიორიტეტული.
✔ქსოვრისის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ ვარდისუბანში სარწყავი არხების აღდგენა-რეაბილიტაციას, ხოლო ქსოვრისში გზისპირა მოსაცდელის მოწყობა-რეაბილიტაციას დაუჭირეს მხარი.

✔ მოსახლეობასთან შეხვედრები მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში 23 იანვარს დაიწყო და 5 თებერვლამდე დასრულდება.
✔ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 2020 წელს განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, საერთო კრებების შეხვედრების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მცხეთის მუნიციპალიტეტის ვებ გვერდზე მოცემული ბმულის მეშვეობით http://mtskheta.gov.ge/ka/press-center/news/323

ვრცლად იხილეთ


© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018