მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


შეხვედრები ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში

 

 მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში, რეგიონებში განსახორციელებელი ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, პრიორიტეტული პროექტების შესარჩევად საერთო კრებები და მოსახლეობასთან კონსულტაციები გრძელდება. 27 იანვარს, აღნიშნული კრებები ძალისში, ერედაში, წილკანში, მისაქციელში, ახალუბანსა და ნატახტარში გაიმართა, სადაც გადაწყდა თუ რა საჭიროებებს მოხმარდება კონკრეტული დასახლებისთვის გამოყოფილი თანხა. დასახელებული პრიორიტეტული პროექტები ყველა სოფელში მიმდინარე წლის ბილომდე განხორციელდება. 


ძალისში, ერედასა და ახალუბანში მოსახლეობისთვის გამოყოფილი თანხით გარე განათებების მოწყობა დაიგეგმა. 

წილკანში საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობა განხორციელდება და დარჩენილი თანხით სანიაღვრე არხზე გაკეთდება ცხაური. 

მისაქციელში სკოლის მიმდებარედ მოიჭრება გამხმარი ალვის ხეები, სარწყავი მილის შეძენა-მონტაჟი მოხდება და საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე დამონტაჟდება ატრაქციონები.

ნატახტარში სოფლის მოსახლეობისთვის სველი წერტილები მოეწყობა. სოფლის საერთო კრებებზე, მოსახლეობას შეხვდნენ,, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელების ფარგლებში, მერის ბრძანების საუძველზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრები, რომელთაც მერის მოადგილე ოთარ ჩხეიძე ხელმძღვანელობს. ასევე, მერის წარმომადგენლები აღნიშნულ სოფლებში და საკრებულოს დეპუტატები. მოსახლეობასთან კონსულტაციები ეტაპობრივად მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში გაიმართება 4 თებერვლის ჩათვლით. „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ბიუჯეტი, რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება, შარშანდელის მსგავსად, წელსაც 40 მლნ ლარია. პროექტების ჩამონათვალში მცირე ცვლილებები შევა და არსებულ კატეგორიებს გზისპირა მოსაცდელები დაემატება. კორექტივები დოკუმენტში, საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, გასულ წელს შერჩეული პროექტების ანალიზის შედეგად და საჭიროებებიდან გამომდინარე განისაზღვრა.

ახალუბანიწილკანი

ახალუბანი

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018