მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


წილკნის იგპ დასახლებაში დასასვენებელი სკვერი ეწყობა

სოფელ წილკნის იგპ დასახლებაში, არჩილ ტატუნაშვილის სახელობის სკვერის მოწყობა მიმდინარეობს, რომელსაც მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია ადგილობრივი ბიუჯეტიდან აფინანსებს.პროექტის ფარგლებში მოეწყობა საბავშვო გასართობი მოედანი ატრაქციონებით. იგი შემოისაზღვრება რეზინის ბორდიურით და დაიგება რეზინის ფილები; დამონტაჟდება კომფორტული მოსასვენებელი სკამები, სავარჯიშო ტრენაჟორები; გაკეთდება ბილიკები ბეტონის ბორდიურებით, ლედ დიოდური ლამპიონებით; დაიგება დეკორატიული ფილები, მოეწყობა მემორიალის განსათავსებელი ადგილი, ავტო პარკინგი. სკვერის ტერიტორია სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეებითა და ბუჩქებით გამწვანდება. სკვერს დაამშვენებს ფანტანიც. მიმდინარეობს ხელოვნურსაფარიანი ფეხბურთისა და კალათბურთის მოედანის მოწყობა, რომელიც შემოისაზღვრება პლასტმასით იზოლირებული მავთულბადით.სამშენებლო სამუშაოებს მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს ,,ნოდო“ ახორციელებს. სახელშეკრულებო თანხა 310 000 ლარს შეადგენს. სამუშაოები გაზაფხულისთვის დასრულდება.


© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018