მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


საგურამოში სანიაღვრე არხის მშენებლობა დასრულდა

საგურამოში 1 კილომეტრიანი სანიაღვრე არხის მშენებლობა დასრულდა. შესრულებული პროექტი ადგილზე დაათვალიერა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გია გიუტაშვილმა, ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა თემურ ჯერვალიძემ, სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ნუგზარ ხუხუნაიშვილმა, საგურამოს მაჟორიტარმა დეპუტატმა ალექსანდრე ორუჯაშვილმა, საგურამოს ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელმა გელა უნდილაშვილმა, საკრებულოს თამჯდომარის მოადგილე თამაზ ფოლოდაშვილმა და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ზედამხედველობის განყოფილების თანამშრომლებმა.
სანიაღვრე არხის მშენებლობა წყაროსუბნისა და სტადიონის ქუჩაზე განხორციელდა, რომელიც რეგიონული განვითარების ფონდმა დააფინანსა, სამუშაოები კი ი/მ კახაბერ სტეფნაძემ შეასრულა. საგურამოში გზის იმ მონაკვეთზე, სადაც სანიაღვრე არხი მოწესრიგდა, უხვი ნალექებისგან საკარმიდამო ნაკვეთები იტბორებოდა, ზიანს აყენებდა კერძო საკუთრებას, ასევე სამანქანო გზას და მოსახლეობის უსაფრთხოდ გადაადგილებას. სანიაღვრე სისტემის მშენებლობა ხელს შეუწყობს ზემოთჩამოთვლილი პრობლემების მოგვარებას.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018