მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


შეხვედრები სოფლებში

  

  28 იანვარს, რეგიონებში განსახორციელებელი ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, პრიორიტეტული პროექტების შესარჩევად საერთო კრებები და მოსახლეობასთან კონსულტაციები მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ნავაზიში, აღდგომლიანთკარში, ახლდაბაში, ფრეზეთში, უფურეთსა და სასხორში ჩატარდა.

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ოთარ ჩხეიძე და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელების ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრები, მერის წარმომადგენლებთან ერთად აღნიშნული სოფლების მოსახლეობას შეხვდნენ და თითოეულ სოფელში განსახორციელებელი პრიორიტეტული პროექტი განიხილეს.

ნავაზიში სასმელი წყლის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია და სოფლის ცენტრში სკვერის მოწყობა.
აღდგომლიანთკარში სოფელში არსებული სკვერის გაფართოება და მოწყობა.
ახალდაბაში სოფლის ცენტრალური გზის მოხრეშვა.
ფრეზეთში სანიაღვრე სისტემის მოწყობა.
უფურეთში სასმელი წყლის სათავე ნაგებობის გასუფთავება და სისტემის მოწესრიგება.
სასხორში გარე განათების მოწყობა და სარწყავი მილების შეძენა.

აღნიშნული სახელმწიფო პროგრამა სოფლის ტიპის დასახლებების ინფრასტრუქტურულ კეთილმოწყობას ისახავს მიზნად. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, სოფელში მცხროვრებთა რაოდენობის მიხედვით გარკვეულ თანხას გამოყოფს, რომლის ფარგლებშიც ადგილობრივი მოსახლეობა პრიორიტეტულ პროექტებს თავად განსაზღვრავს. ამ პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შესარჩევად მოსახლეობასთან კონსულტაციები რამდენიმე სოფელში უკვე ჩატარდა, ეტაპობრივად დარჩენილ სოფლებშიც დაგეგმილია შეხვედრები, რომლებიც 5 თებერვლამდე გაგრძელდება. ყველა დასახელებული პროექტი კი მერიის ძალისხმევით წლის ბოლომდე განხორციელდება.







              ნავაზი                          აღდგომლიანთკარი                       ახალდაბა       


© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018