29 იანვარს, მცხეთის მუნიციპალიტეტში, რეგიონებში განსახორციელებელი სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, პრიორიტეტული პროექტების შესარჩევად საერთო კრებები და მოსახლეობასთან კონსულტაციები ამჯერად, ნიჩბისისა და ნავდარაანთკარის ადმინისტრაციული ერთეულების სოფლებში ჩატარდა. შეხვედრაზე, რომელსაც სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მცხეთის მერიაში შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრები, მერი წარმომადგენლები და საკრებულოს დეპუტატები ესწრებოდნენ, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა პრიორიტეტულ, სასურველ პროექტებს მხარი ხმათა უმრავლესობით დაუჭირეს: ➡️ზემო ნიჩბისში - შიდა საუბნო გზების მოხრეშვა; ➡️ქვემო ნიჩბისში - სოფლის ცენტრის კეთილმოწყობა; ➡️ახალ ნიჩბისში - გარე განათება; ➡️ნავდარაანთკარი - შიდა საუბნო გზების მოხრეშვა და სპორტული დარბაზის კეთილმოწყობა; ➡️კოტორაანთკარი - სასმელი წყლის სათავე ნაგებობისა და სისტემის კეთილმოწყობა; ➡️ბურიანი - გარე განათების მოწყობა.
ახალი ნიჩბისი ნავდარაანთკარი ქვემო ნიჩბისი