მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


სპორტსმენების დაჯილდოება

31 იანვარს, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი კაპანაძემ, ა(ა)იპ სხვადასხვა სახეობის მცხეთის სასპორტო სკოლის ორგანიზებით გამართულ სპორტსმენების დაჯილდოვების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა , სადაც 2019 წლის საუკეთესო შედეგების მქონე სპორტსმენები დააჯილდოვა, რომლებმაც სპორტის განვითარება-პოპულარიზაციაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს. საუკეთესო სპორტსმენები გამოვლინდნენ კარატეში, ჭადრაკში და ველოსპორტში.
შეხვედრაზე ა(ა)იპ სხვადასხვა სახეობის მცხეთის სასპორტო სკოლის ხელმძღვანელმა ვანო რთველიაშვილმა გასული 2019 წელი შეაჯამა და სპორტსმენებისა და მწვრთნელების მიერ მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა.
8 სპორტსმენს თამთა მამულაშვილს (კარატე) ,ლუკა დუნდუას (კარატე), საბა კორტს (კარატე) , ტატო ტატიშვილს (ჭადრაკი) , საბა როსტიაშვილს (ველოსპორტი) , გიორგი ქვაბელაშვილს (ველოსპორტი) , ვალერი მამულაშვილს (ველოსპორტი) და ავთანდილ ფირანიშვილს (ველოსპორტი) დიპლომები და საჩუქრები გადაეცათ.
სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს მერის მოადგილე გივი გიუტაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე გელა ბაქრაძემ, მოადგილე თამაზ ფოლოდაშვილმა და საკრებულოს დეპუტატებმა.

ვრცლად იხილეთ

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018