31 იანვარს , მცხეთის მუნიციპალიტეტში, რეგიონებში განსახორციელებელი სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, პრიორიტეტული პროექტების შესარჩევად საერთო კრებები და მოსახლეობასთან კონსულტაციები საგურამოს ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში ჩატარდა. შეხვედრას სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე და მერის მოადგილე ოთარ ჩხეიძე, მერის წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ერთეულში, სამუშაო ჯგუფის წევრები და დეპუტატები ესწრებოდნენ. 2020 წელს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებისთვის განსაზღვრული თანხა 836 000 ლარია. ადგილობრივმა მოსახლეობამ პრიორიტეტულ, სასურველ პროექტებს მხარი ხმათა უმრავლესობით დაუჭირა: შანკევანი - გარე განათება, არაშენდა - სასმელი წყლის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია, ახალსოფელი - სასმელი წყლის ნაგებობის რეაბილიტაცია, საგურამო - გარე განათება, სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში, მცხეთის მუნიციპალიტეტში საერთო კრებები, რამდენიმე დღეა აქტიურ რეჟიმში, გემიურად მიმდინარეობს. მოსახლეობასთან შეხვედრები მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში 23 იანვარს დაიწყო და 5 თებერვლამდე დასრულდება.
საგურამო შანკევანი შანკევანი