მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში, რეგიონებში განსახორციელებელი ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, პრიორიტეტული პროექტების შესარჩევად საერთო კრებები და მოსახლეობასთან კონსულტაციები ეტაპობრივად, თითქმის ყველა ადმინისტრაციული ერთეული სოფელში ჩატარდა ცხვარიჭამიის ადმინისტრაციული ერთეული გარდა, სადაც აღნიშნული შეხვედრები დღეს იმართება.
1 და 3 თებერვალს, მოსახლეობასთან შეხვედრები პრიორიტეტული პროექტების გამოსავლენად ლისის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში გაიმართა. გადაწყდა თუ რა საჭიროებებს მოხმარდება კონკრეტული დასახლებისთვის გამოყოფილი თანხა. დასახელებული პრიორიტეტული პროექტებ ყველა სოფელში მიმდინარე წლის ბოლომდე განხორციელდება.
➡️ლისში არსებული სპორტული მოედნის რეაბილიტაცია.
➡️წოდორეთში საბავშვო პარკის მიმდებარედ სავარჯიშო ტრენაჟორების დამონტაჟება.
➡️ბევრეთსა და ძალაანხევში საერთო მოხმარების საავტომობილო გზის მოხრეშვა-მოსწორება და არსებულ ბოგირთან ბეტონის საფარით დაკავშირება.
➡️ნახშირგორაში გარე განათების დასრულება და დარჩენილი თანხით შიდა საუბნო გზების მოსწორება - რეაბილიტაცია.
➡️მსხალდიდში გარე განათბის მოწყობა.
➡️მუხათწყაროში სოფელში მისასვლელი გზის ორმოული ამოვსება ასფალტით.
➡️ნაფეტვრები 2 - გარე განათების მოწყობა.
სოფლის საერთო კრებებზე, მოსახლეობას შეხვდნენ,, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელების ფარგლებში, მერის ბრძანების საუძველზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრები, რომელთაც მერის მოადგილე ოთარ ჩხეიძე ხელმძღვანელობს. ასევე, მერის წარმომადგენლები აღნიშნულ სოფლებში და საკრებულოს დეპუტატები.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ბიუჯეტი, რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება, შარშანდელის მსგავსად, წელსაც 40 მლნ ლარია.
მუხათწყარო მსხალდიდი წოდორეთი