მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შეხვედრები დასრულდა

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში, რეგიონებში განსახორციელებელი ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, პრიორიტეტული პროექტების შესარჩევად საერთო კრებები და მოსახლეობასთან კონსულტაციები დასრულდა.
4 თებერვალს, ბოლო შეხვედრა, ცხვარიჭამიის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლების მოსახლეობასთან სოფელ ცხვარიჭამიაში გაიმართა, რომელსაც მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ოთარ ჩხეიძე, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელების ფარგლებში შექმნილ სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად დაესწრო. კევლიანის, მამკოდის, მშრალხევის, ლელუბნის, თეზამისა და ცხვარიჭამიის მოსახლეობამ პრიორიტეტებად გარე განათებების მოწყობა, სასმელი წყლის სისტემის მოწესრიგება, სანიაღვრეების რეაბილიტაცია და სასმელი წყლის რეზერვუარის შესყიდვა დაასახელა.
მცხეთის მუნიციპალიტეტში შემავალ 65 სოფელში, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტული პროექტების გამოსავლენად, სოფლის კრებები 23 იანვრიდან 4 თებერვლის ჩათვლით მიმდინარეობდა.
მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ამ შეხვედრებზე დასახელებულ პრიორიტეტებს შორის სჭარბობს გზების რეაბილიტაციის, წყლის სისტემების მოწესრიგებისა და გარე განათებების მოწყობის პროექტები. სოფლის მცხოვრებთა მიერ არჩეული ყველა პროექტი მცხეთის მუნიციპალიტეტში ეტაპობრივად, წლის ბოლომდე განხორციელდება.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ბიუჯეტი, რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება, შარშანდელის მსგავსად, წელსაც 40 მლნ ლარია. პროექტების ჩამონათვალში მცირე ცვლილებები შევიდა და არსებულ კატეგორიებს გზისპირა მოსაცდელები დაემატება. კორექტივები დოკუმენტში, საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, გასულ წელს შერჩეული პროექტების ანალიზის შედეგად და საჭიროებებიდან გამომდინარე განისაზღვრა.



© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018