მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


რეაბილიტირებული კულტურის სახლი სოფელ ნატახტარში

8 თებერვალს მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრის ორგანიზებით, გაიმართა რეაბილიტირებული ნატახტრის კულტურის სახლისა და ვაჟა-ფშაველას სახელობის ბიბლიოთეკის საზეიმო გახსნა.სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა.გამოიცვალა შენობის სახურავი, მოწესრიგდა ელექტრო და წყალმომარაგების ქსელი, დამონტაჟდა გათბობა-ვენტილაციის სისტემა,  განახლდა სცენა. ასევე განახლდა  სხვადასხვა სივრცე  ბიბლიოთეკისთვის, საგამოფენო და საკონცერტო დარბაზებისთვის, შემოქმედებითი წრეებისთვის. მოხდა შენობის საჭირო ინვენტარით აღჭურვა.
 მოსახლეობას კუტურის სახლის გახსნა მიულოცეს მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი კაპანაძე, ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ მერის მოადგილე გივი გიუტაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და  მერიის თანამშრომლები. ღონისძიება   ქართული ესტრადის ვარსკვლავებისა და მცხეთის კულტურის ცენტრის ვაჟთა ანსამბლის ,,მცხეთა’’ (ლოტბარი - ილია ოსეფაშვილი)კონცერტით დასრულდა.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018