ბულგარეთის ისტორიული ქალაქის, ნესებირის დღეობაზე, ნესებირის მერმა ბატონმა ნიკოლაი დიმიტროვმა დამეგობრებისა და შემდგომი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, მცხეთის მერი ბატონი გიორგი კაპანაძე დელეგაციასთან ერთად საყოველთაო ზეიმზე მიიწვია.
მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მატარებელი ქალაქი მცხეთა, საქართველოს უძველესი დედაქალაქია. სწორედ ეს გახლავთ დასაბამი დიდი მეგობრობის, თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების ორი ქალაქს შორის.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ქალაქის ხელმძღვანელობის მიერ გატარებული პოლიტიკა მიზნად ისახავს იუნესკოს ობიექტების ჩამონათვალში შეტანილ ქალაქებთან თანამშრომლობის ჩამოყალიბებას, არა იმიტომ, მნიშვნელოვანია სტატუსი მაღალ პრესტიჟზე არამედ, ინტერესები ეფუძნება აქტიურ, ნაყოფიერ და გრძელვადიან კომუნიკაციებს, გამოცდილების გაზიარებას კულტურული მემკვიდრეობის , შენარჩუნებისა და პოპულარიზაციის მიზნით.
ვიზიტის დროს მცეთის მერს ბატონ გიორგი კაპანაძეს თან ახლდა: მერის მოადგილე ქალბატონი მარინა ზურაბიშვილი და ა(ა)იპ მცხეთის კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის დირექტორი, ბატონი რეზო მამულაშვილი.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ორმხრივად ხელი მოეწერა ქალაქ ნესებირის მერის ნიკოლაი დიმიტროვისა და მცხეთის მერის გიორგი კაპანაძის მიერ. ღონისძიება გაიმართა 15 აგვისტოს, მასპინძლების სიაში ასევე შეხვედრას ესწრებოდა ნესებირის მერის მოადგილე ივან გურევი, ძველი ნესებირის ისტორიული მუზეუმის დირექტორი ტოდორ მარკაროვი,ასევე ნესებირის კულტურული მემკვიდრეობის განყოფილების უფროსი ზლატინ ჩაუშევი.
ვიზიტის დასასრულს ბატონმა გიორგი კაპანაძემ მადლობა გადაუხადა ნესებირის ხელმძღვანელობას და დელეგიაციასთან ერთად დაესწრო საზეიმო ღონისძიებებს.