მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


სწავლების კურსი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებებისათვის

მცხეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების საბავშვო ბაღების თანამშრომლებისთვის ორგანიზაცია "MAC Georgia"-ს მხარდაჭერით გაიმართა ტრენინგი -„სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებები“.
კურსის მიზანი იყო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან დაკავშირებული ზოგადი საკითხების განხილვა და პედაგოგების მიერ მათთან შესაბამისი კომუნიკაციის დამყარების გზების დახვეწა.
სწავლების განმავლობაში განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა სკოლამდელი ინკლუზიური განათლების მნიშვნელობა, რთული ქცევის მართვა, ბავშვის განვითარების დარღვევები და შესაბამისი სამუშაოების სტრატეგიები.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018