მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


სამუშაო შეხვედრა სამშვიდობო საკითხებზე

19 თებერვალს, ბერჰოფის ფონდის ორგანიზებით და მცხეთის მერიის მხარდაჭერით გაიმართა ვორქშოფი სამშვიდობო საკითხებზე.

ვორქშოფზე ახალგაზრდებმა მოისმინეს და განიხილეს ეთნიკურად ქართველი და აფხაზი ადამიანების ბიოგრაფიული ინტერვიუები. ინტერვიუებში რესპონდენტები, რომლებიც საუბრობენ 90-იანი წლების შეიარაღებული კონფლიქტების შესახებ, ყვებიან საკუთარი თვალით დანახული მოვლენების, პირადი ემოციებისა და აღქმების შესახებ.
ინტერვიუების მოსმენის შემდეგ ახალგაზრდებმა მოაწყვეს დისკუსია მოსმენილის შესახებ.

ვორქშოფში მონაწილეობას იღებდნენ წეროვნის N3, მცხეთის N1 და N3 სკოლის მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები.


© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018