მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


შეხვედრა გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებთან

 

„ინიციატივა სოციალური ცვლილებებისთვის“ (ISC) დაიწყო პროექტი "გენდერული თანასწორობის საბჭოების გაძლიერება ქალთა რეპროდუქციული და სექსუალური ჯანმრთელობის საკითხებზე", რომლის მიზანია მუნიციპალურ დონეზე არსებული გენდერული თანასწორობის საბჭოების წევრთა პროფესიული შესაძლებლობების გაძლიერება გენდერულად მგრძნობიარე პოლიტიკისა და პროგრამების ხელშესაწყობად. 20-21 თებერვალს, მცხეთის მუნიციპალიტეტში, გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებთან ორგანიზაცია „ინიციატივა სოციალური ცვლილებებისთვის“ მიერ 2 დღიანი ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგის თემატიკა მოიცავდა შემდეგ საკითხებს : გენდერული თანასწორობა, გენდერული როლები და სტერეოტიპები, გენდერული ანალიზის ინსტრუმენტები, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები , უსაფრთხო და არაძალადობრივი ურთიერთობები.პროექტის ფარგლებში, 2020 წლისათვის, დაგეგმილია ათი მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოსთან თანამშრომლობა, მთელი საქართველოს მასშტაბით.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018