23 თებერვლიდან, მცხეთის რესურსცენტრში, მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებაში შემავალ საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორებისათვის, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფესიული კავშირის ორგანიზებით, ორდღიანი ტრენინგი ჩატარდა თემაზე: ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მართვის სამართლებრივი საფუძვლები’’. ტრენინგის მსვლელობის პროცესში დეტალურად განხილულ იქნა ადგილობრივი თვითმართველობის როლი სკოლამდელი აღზრდის საკითხებში და ბავშვთა უფლებების დაცვა.