მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის შეხვედრა მცხეთის მერიაში

31 აგვისტოს, მცხეთა-მთიანეთის მხარის გუბერნატორი, შალვა კერესელიძე მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებს შეხვდა და დამსწრე საზოგადოებას საკუთარი თავი წარუდგინა. ახალმა გუბერნატორმა რეგიონისთვის პრიორიტეტები გამოყო და ამ მიმართულებით დასახულ გეგმებზე ისაუბრა.
ყურადღება გაამახვილა ტურიზმზე, ქ.მცხეთის ისტორიულ ზონაზე არსებულ მორატორიუმზე, სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, მაღალმთიანი სოფლების პრობლემების მოგვარებასა და განათლების საკითხებზე.
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი კაპანაძემ მას მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემურ, შემდგომში ერთობლივად განსახორციელებელ საკითხებზე მიაწოდა ინფორმაცია.
დასასრულს, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა დარბაზში დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018