მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


გზების რეაბილიტაცია 2020 წელს

 

2020 წელს, მცხეთის მუნიციპალიტეტში გრძელდება გზების მშენებლობა-რეაბილიტაცია. ამჟამად, სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს საგურამოში, ძეგვში, ქსოვრისში, მუხრანსა და ნატახტარში. შიდასაუბნო გზების რეაბილიტაციას მცხეთის მერიის კონტრაქტორი კომპანიები ახორციელებენ. დაგებულია პირველი ფენა ასფალტის საფარის და სამუშაოები, რომლებიც რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება, უახლოეს პერიოდში დასრულდება.საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის N2751 განკარგულებით, მცხეთის მუნიციპალიტეტს "საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან" 6 416 065 ლარი გამოეყო 17 პროექტზე სამუშაოების შესასრულებლად.ამ პროექტზე გაფორმებულია ხელშეკრულებები და წლის ბოლომდე ყველა მათგანი დასრულებული იქნება. თანხის ნაწილი გზების რეაბილიტაციაზე დაიხარჯება, რომელიც სოფელ საგურამოში, ქსოვრისში, მუხრანში, ნატახტარში, ახალდაბაში, ერედაში, ძალისში, წილკანში, ბიწმენდში, გალავანში, ქალაქ მცხეთაში, ზაქაროში, ძველ ქანდაში, ნავაზსა დააღდგომლიანთკარში განხორციელდება.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018