მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


სოფელ ძეგვში გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

 

 სოფელ ძეგვში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს, რომელიც მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი კაპანაძემ, მერის პირველმა მოადგილემ გივი გიუტაშვილმა, საკებულოს თავმჯდომარემ გელა ბაქრაძემ, თავმჯდომარის მოადგილემ თამაზ ფოლოდაშვილმა, სოფელ ძეგვში მერის წარმომადგენელმა კობა რთველიაშვილმა და საკრებულოს დეპუტატმა გიორგი კვახაძემ მოინახულეს.
ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს საბავშვო ბაღისკენ მისასვლელი გზის, კორპუსებისკენ მიმავალი გზის, ნაკურთხევისა და კორპუსების შიდა ეზოს 2 კილომეტრიან მონაკვეთებზე, რომლებიც რეგიონული განვითარების ფონდის მიერ ფინანსდება. პროექტს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს ,,ქვენიფნელი“ასრულებს. მისი სახელშეკრულებლო თანხა 529 000 ლარია.
გარდა ძეგვისა, მუნიციპალიტეტში გზების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს საგურამოში, ქსოვრისში, მუხრანში, ნატახტარში, ახალდაბაში, ერედაში, ძალისში, წილკანში, ბიწმენდში, გალავანში, ქალაქ მცხეთაში, ზაქაროში, ძველ ქანდაში, ნავაზსა და აღდგომლიანთკარში.










ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018