მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ამოქმედებულია სამუშაო ჯგუფი, რომელსაც მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი კაპანაძე ხელმძღვანელობს . რამდენიმე დღეა ეტაპობრივად მუნიციპალიტეტის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებაში შემავალ საბავშვო ბაღებში, კულტურის სახლებსა და საჯარო სკოლებში პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო ღონისძიებები საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად ტარდება. სადეზინფექციო სამუშაოების ფარგლებში, იატაკების, კედლების, მაგიდის ზედაპირების, სათამაშოების, მერხების, სხვადასხვა ინსტრუმენტებისა და ყველა იმ საგნის დამუშავება, რომელთანაც შემხებლობა აქვთ ბავშვებს, პედაგოგებსა და კულტურის მუშაკებს სპეციალური საშუალებებით ხორციელდება. შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, სკოლებში და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სასწავლო პროცესი 16 მარტს განახლდება.