დღეს, 6 მარტს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი კაპანაძემ, ქალთა დღესასწაული მიულოცა ქალბატონებს, რომელნიც მუდმივად ზრუნავენ ჩვენი ქალაქის სილამაზესა და სისუფთავეზე, ქალბატონებს ვისი სამუშაო დილაც ყველაზე ადრე იწყება. გულითადი მადლობა გადაუხადა და სიმბოლური სასაჩუქრე ნაკრები გადასცა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: მერის მოადგილე მარინა ზურაბიშვილი, ა.ა.(ი)პ მცხეთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურის დირექტორი ნოდარი კაპანაძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების თანამშრომლები და კომპანია „მანას“ წარმომადგენელი.
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის კომპანია „მინისოსა“ და ქართული ჩაის მწარმოებელ კომპანიას „მანა“ მხარდაჭერისა და თანადგომისთვის.