მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


სოფლებში სასმელი წყლის მიწოდების გაუმჯობესებისთვის

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი კაპანაძე და მერის პირველი მოადგილე გივი გიუტაშვილი, მცხეთა - მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, მხარის გუბერნატორ შალვა კერესელიძესთან ერთად ამერიკულ საქველმოქმედო ფონდ „ელ დი ეს ჩერიტის“ წარმომადგენლებს შეხვდნენ და მუნიციპალიტეტში დონორი ორგანიზაციის მიერ წინა წლებში დაფინანსებული და 2019 წლისთვის დაგეგმილი პროექტები განიხილეს. აღნიშნეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ პროექტების განხორციელება სოფლების მოსახლეობისთვის და მადლობა გადაუხადეს თანადგომისთვის. მცხეთის მუნიციპალიტეში 2015 წლიდან ორგანიზაცია „ელ დი ეს ჩერიტი“-მ წყლის სისტემების სარეაბილიტაციო 5 პროექტი დააფინანსა, დაწყებულია კიდევ ორი პროექტის მშენებლობა. შვიდივე პროექტის საერთო ღირებულება 700 000 ლარს შეადგენს.

 წელს დაგეგმილი პროექტების დასრულების შემდეგ სასმელი წყლის მიწოდება გაუუმჯობესდება ბიწმენდისა და ნავდარაანთკარის მოსახლეობას. სოფელ ბიწმენდში წყლის სათავე ნაგებობის სამშენებლო სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში ბიწმენდში იგეგმება ჭაბურღილის მოწყობა და 2,5 კმ-იანი სასმელი წყლის სისტემის გამოცვლა. სოფელ ნავდარაანთკარშიც არსებულ წყალმომარაგების სისტემას დაემატება ჭაბურღილი და განხორციელდება წყლის სისტემის შიდა დაქსელვა. სამუშაოების დასრულების შემდეგ ორივე სოფელში 1400-ზე მეტი ოჯახი წყლით უზრუნველყოფილი გახდება. აღიშნული პროექტები მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გივი გიუტაშვილმა, ა(ა)იპ „ინვესტიციების და ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანების“ გენერალურ დირექტორ გიორგი ატაშვილთან, გაერთიანების დონორ ორგანიზაცია „ელ დი ეს ჩერიტის“ ადგილობრივ და ამერიკელ წარმომადგენლებთან: ალექსეი ლობანოვთან, მაიკ და კიმ დონოვანებთან, ნედ და ქეთი ჰენსენებთან ერთად ადგილზე დაათვალიერა.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018