დღეს, 6 მარტს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი კაპანაძემ, საქართველოს უსინათლოთა კავშირის მცხეთის ფილიალის წევრ ქალბატონებს, ქალთა დღესასწაული მიულოცა. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით, ქალბატნობისთვის მისალოცი ბარათი ბრაილის შრიფტით დამზადდა, ნიშნად იმისა, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს და რომ მათ სჭირდებათ ადაპტირებული გარემო, იმისათვის, რომ შეძლონ სრულფასოვანი და დამოუკიდებელი ცხოვრება. შეხვედრის დასასრულს გიორგი კაპანაძემ ქალბატონებს სიმბოლური სასაჩუქრე ნაკრები გადასცა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების თანამშრომლები და კომპანია „მანას“ წარმომადგენელი.
„ მინდა ქალთა დღესასწაულები ყველა უსინათლო ქალბატონს მივულოცო და პირველ რიგში ჯანმრთელობა ვუსურვო, გპირდებით, რომ საჭიროების შემთხვევაში მცხეთის მუნიციპალიტეტი ყოველთვის გაუწევს თანადგომას მცხეთის უსინათლოთა კავშირის ბენეფიციარებს. ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო კავშირის დირექტორს მადონა ჟორჟოლიანს, მათზე გაწეული ზრუნვისათვის.“ - აღნიშნა გიორგი კაპანაძემ.
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის კომპანია „ლიდერფუდსა“ და ქართული ჩაის მწარმოებელ კომპანიას „მანა“ მხარდაჭერისა და თანადგომისთვის.