მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია

მცხეთის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები, როგორც წინა წლებში წელსაც გრძელდება. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის N2751 განკარგულებით, მცხეთის მუნიციპალიტეტს "საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან" 6 416 065 ლარი გამოეყო 17 პროექტზე სამუშაოების შესასრულებლად. თანხის ნაწილი გზების რეაბილიტაციაზე დაიხარჯება, რომელიც სოფელ საგურამოში, ქსოვრისში, მუხრანში, ნატახტარში, ახალდაბაში, ერედაში, ძალისში, წილკანში, ბიწმენდში, გალავანში, ქალაქ მცხეთაში, ზაქაროში, ძველ ქანდაში, ნავაზსა და აღდგომლიანთკარში ხორციელდება. პირველი ეტაპის სამუშაოები უკვე დასასრულს უახლოვდება და მთლიანად პროექტები მაისის ბოლოს დასრულდება.
ძველ ქანდასა და ძეგვში შიდასაუბნო გზების რეაბილიტაციის სამუშაოები მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი კაპანაძემ თანმხლებ პირებთან ერთად მოინახულა და მშენებლებს გაესაუბრა.
✔️ ძველ ქანდაში შიდასაუბნო გზების რეაბილიტაციას შპს „საგზაო 7“ასრულებს, რომელმაც სამუშაოები მიმდინარე წლის 13 თებერვალს დაიწყო და ჩაბარების საბოლოო თარიღი 13 მაისია. მისი ღირებულება 310 582 ლარია.
✔️ მუხრანშიც ახალი გზით 3 უბანი ისარგებლებს, გზების რეაბილიტაციას იგივე კომპანია ასრულებს. იგი რეგიონული განვითარების ფონდისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით სრულდება.
✔️ ასფალტის საფარი იგება ძეგვშიც - საბავშვო ბაღისკენ მისასვლელ გზაზე, კორპუსებისკენ მიმავალ გზაზე, ნაკურთხევის გზასა და კორპუსების შიდა ეზოს 2 კილომეტრიან მონაკვეთებზე, რომლებიც რეგიონული განვითარების ფონდის მიერ ფინანსდება. პროექტს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს ,,ქვენიფნელი“ასრულებს. მისი სახელშეკრულებლო თანხა 529 000 ლარია.
გარდა გზებისა მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტში უამრავი პროექტი განხორციელდება, რომელთა შესახებ უახლოეს დღეებში ეტაპობრივად მოგაწვდით ინფორმაციებს.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018