მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


პრევენციული ღონისძიებები მცხეთის მუნიციპალიტეტში

 

 კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, პრევენციული ღონისძიებები ხორციელდება მცხეთის მუნიციპალიტეტში. ჩვენს ტერიტორიაზე განთავსებული დაწესებულებები და სამარშუტო ტრანსპორტი სპეციალური სადეზინფექციო საშუალებებით მუშავდება.

მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოძრავი სამარშუტო ტრანსპორტის მფლობელები,  ვალდებულნი არიან მიკროავტობუსები ყოველდღიურად დაამუშაონ სპეციალური სადიზენფექციო საშუალებებით. სადეზინფექციო სამუშაოებს ლიცენზირებული კომპანია ახორციელებს.

 მოვუწოდებთ მოსახლეობას აღნიშნული ტრანსპორტის მფლობელს მოსთხოვონ ყოველდღიურად შეწამვლის დამადასტურებელი დოკუმენტი. მისი არარსებობის შემთხვევაში დაუყონებლივ შეატყობინონ საპატრულო პოლიციას, რომელიც  ჩართულია პრევენციულ ღონისძიებებში ან დაუკავშირდნენ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიას და არ ისარგებლონ აღნიშნული ტრანსპორტით. 

გავუფრთხილდეთ საკუთარ ჯანმრთელობას. დავიცვათ ჩვენი ოჯახი და საზოგადოება მოსალოდნელი საფრთხისგან!

გისურვებთ ჯანმრთელობას.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018