მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


მცხეთის მუნიციპალიტეტში საკარანტინო სივრცეები მოეწყობა

კორონავირუსის გავრცელების რისკების მინიმალიზაციისა და ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია გამოთქვამს მზაობას ადგილობრივ სასტუმროებში მოეწყოს საკარანტინო სივრცეები. ექიმ-ეპიდემიოლოგების მიერ საეჭვო სიმპტომების მქონე პირის  გამოვლენის შემთხვევაში, მოქალაქე საკარანტინო სივრცეში  განთავსდება. აქვე გვინდა ავღნიშნოთ, რომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით საკარანტინო სივრცეები მეზობლებისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს.
მოსახლეობას განუმარტავთ, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს. საბედნიეროდ, COVID-19 ის შემთხვევები მუნიციპალიტეტში არ დაფიქსირებულა. საკარანტინო სივრცეები ეწყობა იმისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში მზად ვიყოთ შესაბამისი რეაგირებისთვის და მოქალაქეებს ჰქონდეთ კომფორტულ პირობებში ყოფნის საშუალება.

საკარანტინო სივრცეში მომსახურე შესაბამისი კვალიფიკაციის მედპერსონალის დახმარების მიზნით მიიღებიან მოხალისეები, რომლებიც შესაბამისად გადამზადდებიან და უზრუნველყოფილი იქნებიან სპეციალური აღჭურვილობით. აღნიშნული პირები მიიღებენ ანაზღაურებას, რომლის შესახებაც უახლოეს დღეებში გაცნობებთ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია
დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და ვიზრუნოთ ერთმანეთის ჯანმრთელობაზე.
აქვე გვინდა გავაკეთოთ განცხადება იმის შესახებ, რომ ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრს ესაჭიროება მედპერსონალი. მორიგეობა ოთხ დღეში ერთხელ, ანაზღაურება 420 ლარი.


© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018