მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


მერმა სავაჭრო ობიექტები,საზოგადოებივი ცენტრი და ბანკი დაათვალიერა

 

 დღეს, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი კაპანაძემ, ახალი კორონავირუსის გავრცელების ფონზე შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მცხეთა-მთიანეთის მხარის რწმუნებულ შალვა კერესელიძესთან და მცხეთის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ბაქრაძესთან ერთად მუხრანის საზოგადოებრივი ცენტრი, ბანკები და მცხეთაში არსებულ სავაჭრო ობიექტებში - ფასთა ცვლილებების და მარაგის გადამოწმების მიზნით ადგილზე გაეცნო არსებულ ვითარებას.სავაჭრო ქსელის ხელმძღვანელების თქმით მაღაზიები მუდმივად მარაგდება და დროულად ივსება დახლები საჭირო პროდუქციით. ასევე, მოუწოდებენ მომხმარებლებს ნუ აყვებიან აჟიოტაჟს, ვინაიდან არ არსებობს სასურსათო პროდუქტების დეფიციტის ან ფასების ზრდის საფრთხე. გამომდინარე აქედან მომხმარებლებს მომატებული მოთხოვნის არავითარი საფუძველი არ აქვთ. თანამშრომლები ახორციელებენ სხვადასხვა პრევენციულ ღონისძიებებს სურსათის უვნებლობის დასაცავად და რისკების პრევენციისათვის. ყოველდღიურად ხდება მაღაზიის წმენდა-დეზინფექცია სურსათის უვნებლობის მოთხოვნების გათვალისწინებით.რაც შეეხებამ მუხრანის საზოგადოებრივ ცენტრს, თანამშრომლების განცხადებით მოქალაქეებს სხვადასხვა სერვისების მიღება ჩვეულ რეჟიმში შეუძლიათ, როგორც ადგილზე მისვლით, ასევე დისტანციურ რეჟიმზე. მოქალქეები იცავენ წესრიგს და სამუშაო პერიოდი მიმდინარეობს მშვიდ გარემოში. ასევე, მოუწოდებენ ყველას. თუ არ არსებობს გარდაუვალი აუცილებლობა (მაგ. ახალშობილის დაბადების მოწმობა გაქვთ ასაღები, ან გარდაცვალების მოწმობაა გასაცემი, ან კიდევ პირადობის მოწმობას ამ დღეებში ეწურება ვადა და მის გარეშე ვერ შეძლებთ პენსიის აღებას და ამგვარი სხვა გარდაუვალი საჭიროებები...), ნუ მობრძანდებით იუსტიციის სახლებში, საზოგადოებრივ ცენტრებში, რეესტრების ტერიტორიულ სამსახურებში, და სერვისის მიღება გადადეთ 2-3 კვირით, სხვა, უფრო უსაფრთხო პერიოდისთვის.
რეგიონში შემავალ თითოეულ მუნიციპალიტეტში მოხალისეთა ჯგუფები შეიქმნა. აღნიშნულ ჯგუფებში, ამ ეტაპზე, უკვე 140 ადამიანია გაწევრიანებული. მოხალისეები, კორონა ვირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, სხვადასხვა აქტივობაში ჩაერთვებიან. ისინი მუდმივ კოორდინაციაში იქნებიან უწყებათაშორის სამუშაო ჯგუფთან.
აქვე მოგიწოდებთ, დაიცვათ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები!

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018