მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


მიმდინარეობს მზადება ევროპული სპორტის კვირეულისთვის

                                 

2018 წლის 23 – 30 სექტემბერს, საქართველოში ევროპული სპორტის კვირეული ჩატარდება, რომელიც ქვეყანაში მასობრივი სპორტული ღონისძიებების და აქტივობების მოწყობას ითვალისწინებს ერთი კვირის განმავლობაში სხვადასხვა ლოკაციებზე. მასში ჩართვა და მონაწილეობა შესაძლებელი იქნება ნებისმიერი მსურველისთვის. ევროპული სპორტის კვირეულის ოფიციალური კოორდინატორი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროა.მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახური ორგანიზებას გაუწევს სხვადასხვა სპორტული ღონისძიებებით მუნიციპალიტეტის ჩართვას კვირეულში და წარმოდგენილი იქნება სპორტის შემდეგი სახეობები: ფეხბურთი, ნიჩბოსნობა(ბაიდარი და კანოე), ჭადრაკი, ტაეკვონდო, დარტსი, ნარდი, კალათბურთი და საგზატკეცილო ველოსპორტი.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018