საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის მცხეთის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში (მცხეთა-თბილისის რეისისა) იკრძალება სამარშუტო ტაქსების მოძრაობა,ვინაიდან აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება ვირუსის გავრცელებისთვის ყველაზე მომატებულ საფრთხის შემცველ ტრანსპორტად იქნა მიჩნეული.
შეზღუდვები დაწესდა მცხეთა - თბილისის რეისზე და მათი მუშაობის განრიგი ასეთია:
მცხეთიდან მიკრო ავტობუსი თბილისის მიმართულებით დილით გავა 08:00 საათზე, ხოლო თბილისიდან მცხეთის მიმართულებით დაბრუნდება 09:00 საათზე.
ასევე, მცხეთიდან თბილისის მიმართულებით საღამოს გავა 18:00 საათზე და თბილისიდან მცხეთის მიმართულებით დაბრუნდება 19:00 საათზე.
შეზღუდვის გაკონტროლება მოხდება სამართალდამცველების მიერ.
ასევე, იცვლება კვების ობიექტების მუშაობის სისტემაც. რეკომენდაციის მიხედვით, შესაძლებელი იქნება მხოლოდ მიტანის ან გატანის სერვისით სარგებლობა.
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია მოგიწოდებთ:
მოერიდეთ თავშეყრის ადგილებს;
გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე არ გახვიდეთ სახლიდან;
დაიცავით პირადი ჰიგიენის წესები;
თვითიზოლაციის საჭიროებისას დაემორჩილეთ მითითებულ წესებს;
დაავადების სიმპტომების აღმოჩენისას (ტემპერატურა, ხველა) მიმართეთ ექიმს;
www.stopCoV.ge