მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


მოსახლეობის ინფორმირებისთვის

COVID-19 ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებების ფარგლებში, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი კაპანაძე, მცხეთა-მთიანეთის მხარის გუბერნატორ შალვა კერესელიძესთან, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ ფოლოდაშვილთან და სოფლებში მერის წარმომადგენლებთან ერთად, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ნატახტარში, მისაქციელში, აღდგომლიანთკარსა და ნაოზაში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა და ქვეყანაში შექმნილი საგანგებო სიტუაციიდან გამომდინარე, კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციისთვის განხორციელებული ღონისძიებები განიხილეს. მოსახლეობას სახლში ყოფნისკენ მოუწოდეს და იმსჯელეს სამომავლოდ გასატარებელ ზომებზე. მათ საქართველოს მთავრობაში შექმნილ უწყებათაშორისი საბჭოსა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესრულების აუცილებლობაზე მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდეს, რადგან დღეს მოსახლეობის სახლში ყოფნა ვირუსთან ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბერკეტია.მცხეთის მუნიციპალიტეტში აღნიშნული რეკომენდაციების შესრულებისთვის შექმნილი მოხალისეთა ჯგუფები მონიტორინგს განახორციელებენ მოსახლეობაში აღნიშნული რეკომენდაციების განსახორციელებლად. მოხალისეებთან ერთად მონიტორინგში ადმინისტრაციულ ერთეულებში მერების წარმომადგენლები და საკრებულოს დეპუტატებიც აქტიურად ჩაერთვებიან.COVID 19-ის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურად გაგრძელდება.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018